როგორ გავიგოთ ციფრული ფოტოს ხარისხი.

ყოფილხარ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ამობეჭდე სურათი Facebook-დან და აღმოაჩინე რომ მისი ხარისხი მოსალოდნელზე გაცილებით უარესია? გიფიქრია, თუ რატომ არის ამობეჭდილი სურათის ხარისხი ცუდი, მაშინ როდესაც იგივე სურათი კომპიუტერის მონიტორზე გადასარევად გამოიყურება?

პრობლემა სურათის რეზოლუციაშია.

ინტერნეტში და სოციალურ ქსელებში განთავსებული სურათების უმეტესობას დაბალი პიქსელ ზომები აქვთ, რადგან აჩქარებს მათ ჩატვირთვას. იმისათვის, რომ ფოტო კომპიოტერის მონიტორზე კარგად გამოიყურებოდეს, დიდი ზომა სულაც არ არის აუცილებელი.

მეორე მხრივ, ფართო ფორმატიანი პრინტერები, როგორიც პრინტბოქსში გვაქვს, მიჩნეულია მაღალი რეზოლუციის მოწყობილობებად. შესაბამისად, იმისთვის რომ გამოსახულება კარგად გამოიყურებოდეს, ისინი ერთ ინჩზე (2.54 სმ) გაცილებით მეტ პიქსელს მოითხოვს.

ზემოთ მოცემულია ერთი და იგივე ფოტოს შედარება განსხვავებულ რეზოლუციებში:

მარცხნივ გამოსახულ ფოტოს ორჯერ ნაკლები რეზოლუცია აქვს, ვიდრე მარჯვნივ გამოსახულ ფოტოს, ამიტომაც ის უფრო ბუნდოვანია.

რა არის კარგი სურათის მინიმალური საჭირო რეზოლუცია?

ფოტოების რეზოლუცია არაფერს ნიშნავს კონტექსტის გარეშე. თუ კი იკითხავთ: “ჩემი ფოტოს რეზოლუცია 1800 X 1200 საკმარისია ბეჭდვის კარგი ხარისხისთვის?” პასუხი არის – გააჩნია რა შემთხვევაში.

თუ გსურთ ბეჭდვა A4 (210 × 297mm) ზომის ფორმატში, მაშინ ეს ნამდვილად ძალიან დაბალი რეზოლუციაა.

ხოლო თუ გსურთ ბეჭდვა A6 (105 x 148 mm) ზომის ფორმატში, მაშინ ეს რეზოლუცია საკმარისია. 

ასე რომ, ბევრი რამე დამოკიდებულია სურათის ფორმატზე.

არსებობს მინიმალური რეზოლუციის სტანდარტი დაბეჭდილი სურათებისთვის.

ჯადოსნური ციფრია 300 წერტილი თითო ინჩზე ან მოკლედ 300 dpi. ეს იმას ნიშნავს, რომ სურათის ყოველ ინჩზე (~2.5 cm), მოთავსებულია 300 პიქსელი/წერტილი.

ჩვენი შეუიარაღებელი თვალით, გამოსახულება ასეთ სურათზე კარგად გამოიყურება.

თქვენ ალბათ შეგიძლიათ მიიღოთ კარგი შედეგი 250 DPI-ს გამოყენებითაც. თუკი გამოვიყენებთ მაჩვენებელს 300 DPI-ზე ზევით, მაშინ განსხვავება უკვე უმნიშვნელო იქნება.

ზოგადად, რაც უფრო მაღალია DPI, უფრო მეტი წერტილია გამოსახული სურათზე, უფრო მეტი დეტალის დანახვა შეგიძლიათ და გამოსახულებაც უფრო მკაფიოდ გამოიყურება.

ბეჭდვა გამოსახულების სხვადასხვა წყაროებიდან:

არიან კი ჩემი ფოტოები Whatsapp-დან შესაფერისი ბეჭდვისათვის?

როდესაც ფოტოები ერთი მოწყობილობიდან მეორეზე Whatsapp-ით იგზავნება, გამოსახულება გარკვეულ დონეზე იკუმშება და სურათებს რეზოლუცია აკლდება.

იმის მიუხედავად, რომ ორიგინალი სურათის გამოყენება უფრო რეკომენდირებულია, Whatsapp-ის ფოტოების დამაკმაყოფილებელი ხარისხით ბეჭდვა შეიძლება A6 ზომაშიც კი.

რის თქმა შეიძლება Facebook ფოტოების შესახებ?

თქვენი მეგობრის Facebook ალბომის სურათების ჩამოტვირთვით მიიღებთ დაბალ ხარისხს. რადგან Facebook-ი კუმშავს სურათებს მათი ატვირთვისას, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც მონიშნულია „upload in HD“ ფუნქცია.

ტელეფონის სქრინშოტები?

სქრინშოტების საბეჭდად გამოყენება კარგი იდეა არ არის, რადგან თქვენი სურათის ხარისხი შეზღუდულია ეკრანის რეზოლუციით.

საუკეთესო ვარიანტია ორიგინალური ფოტოების გამოყენება, მაგალითად ფოტოები უშუალოდ კამერის გალერეიდან ან კამერის SD ბარათიდან.

დაიმახსოვრეთ:

თუ თქვენ უბრალოდ გსურთ მცირე ზომის ფოტოების დაბეჭდვა, შეგიძლიათ გამოიყენოთ FB-დან ან Whatsapp-დან ან ტელეფონის ეკრანიდან მიღებული ფოტოები.

კიდევ ერთი რამ უნდა აღინიშნოს:

რაც უფრო შორს იქნება დაბეჭდილი ფოტო თქვენგან (მაგალითად, კედელზე დაკიდებული), მით უფრო ნაკლები რეზოლუციის გამოყენება შეიძლება. იმის გამო, რომ შორიდან, თქვენ ვერ შეძლებთ გაარჩიოთ, ეს ფოტო არის 300 DPI თუ 200 DPI.

კონსულტაცია შეკვეთის დროს.

ჩვენი დიზაინერები გაგიწევენ კონსულტაციას დასაბეჭდი ფოტოს ხარისხთან დაკავშირებით. საბეჭდად არ გაეშვება ფოტო მანამ, სანამ შედეგის მაღალ ხარისხში არ დავრწმუნდებით. 


წაიკითხე სხვა სტატიები

აირჩიე საბეჭდი მასალა

ტილო პოსტერი ქაფმუყაო კოლაჟი

არ გაქვს საბეჭდი ფოტო? აირჩიე ჩვენი გალერეადან...

პრინტ-გალერეა