უკვე დაიწყე ნერვიულობა და ღამით ცივი ოფლი გასხავს? ვერაფრით მოიფიქრე რა აჩუქო დედას, მამას, ცოლს, ქმარს, ბიძას, ძმას, დას, ბებიას, ბაბუას ან საუკეთესო მეგობარს ახალ წელს? 😃 ოდესღაც ყველა ვყოფილვართ ისეთ აღელვებულ მდგომარეობაში, როდესაც არ ვიცით 🙄 რა ვაჩუქოთ ძვირფას ადამიანს ახალ წელს.

ხუმრობა იქით იყოს და დღეს, როდესაც ასე რთულია საინტერესო და გამორჩეული საჩუქრის მოფიქრება, რა უნდა ვქნათ?…და ნუ დაიღლი თავს ძვირფასი ადამიანების გამოკითხვით, თუ რას ისურვებდნენ საჩუქრად, რადგან პასუხი ერთაზროვანი იქნება “უბრალოდ სასაჩუქრე ბარათი მიყიდე და მე თვითონ გადავწყვეტ…” საჩუქრის მთელი აზრი ხომ მოულოდნელ სიხარულშია!

ერთ რამეს გირჩევთ, აჩუქე შენთვის ძვირფას ადამიანს (ჩამოთვლას აღარ დავიწყებთ) ტილოს ფოტო-პრინტი, რომლის დაბეჭდვაც ჩვენთან, პრინტბოქსში, შეგიძლია.
განათავსე შეკვეთა 24 დეკემბრამდე,
თუ გინდა რომ გარანტირებულად მიიღო პრინტი საახალწლოდ.
აირჩიე ერთი სასურველი ფოტოსურათი, ან თუნდაც ფოტოების კოლაჟი და პირდაპირ ჩვენი ვებგვერდიდან შეუკვეთე. ამისათვის საჭიროა ატვირთო ფოტო (ან ფოტოები), აირჩიო მასალა (ტილოს გარდა ვბეჭდავთ, ქაღალდზე და ქაფმუყაოზე), მიუთითო ზომა და მორჩა! მეორე დღეს გამზადებულ პრინტს მიიღებ სახლში (ან მივუტანთ თქვენს ადრესატს).

ჩვენ შევქმნით საახალწლო საჩუქარს თქვენთვის ძვირფასი ადამიანისთვის. რატომ? იმიტომ, რომ ფოტოსურათი ადამიანს წარსულ მოგონებებთან ახვედრებს, სასიამოვნო წუთების გახსენება კი მას გულს უთბობს და აბედნიერებს.

…და კიდევ ერთი მიზეზი რატომაც უნდა დაბეჭდო ტილოზე… წინააღმდეგ შემთხვევაში რას უპირებ შენი მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის ფოტოსურათებით გადავსებულ მეხსიერებას? შენს თვალწინაა არაჩვეულებრივი საახალწლო საჩუქრის შესაძლებლობა, რაღას ელოდები?!
რაღას ელოდები? 😃 დაბეჭდე ტილოზე და გარწმუნებთ ისე მოიხიბლები პროცესით, რომ ვეღარაფერი შეგაჩერებს!