ინტერიერის დიზაინი | 8 პოპულარული ინტერიერის დიზაინის სტილი

თუ შენი სახლის ან ბინის განახლებისთვის ახალ შთაგონებას ეძებ, ჩვენ გთავაზობთ ინტერიერის დიზაინის 8 სხვადასხვა სტილს, რომელიც პოპულარულია თანამედროვე სახლებში.

ინტერიერის დიზაინერები ხშირად ერთდროულად იყენებენრამდენიმე დეკორატიული სტილის სხვადასხვა ელემენტებს, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული მათგანის ძირითად ასპექტების ცოდნას.

გინდა გაიგო რომელია შენი დიზაინის სტილი? გაიარე ჩვენი ტესტი და მიიღე ფასდაკლება

ქვემოთ ჩამოთვლილა ინტერიერის დიზაინის ყველაზე აქტუალური 8 სტილი.

1. შუა-საუკუნის მოდერნი (Mid-Century Modern)

1900-იანი წლების შუა რიცხვებში თანამედროვე დიზაინის ზოგიერთ ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი შეიქმნა. ეს სტილი ხასიათდება დახვეწილი ხაზებით, მინიმალისტური სილუეტებით და ბუნებრივი ფორმებით.

შარინის, ნიემეერის, იემენის, ნოუგუერის, იაკობენისა და სხვათა ჩათვლით, თანამედროვე ოსტატებმა განსაზღვრეს დიზაინის შემოქმედებითი გზები ისეთი ახალი მასალების გამოყენებით, როგორებიცაა დეკორატიული პლასტმასი, ფანერა და ალუმინი.

შენი ინტერიერისთვის ფოტოების დაბეჭდვა შეგიძლია პირდაპირ ჩვენი საიტიდან.

2. ინდუსტრიული სტილი (Industrial)

ეს  სტილი სათავეს საუკუნის სამრეწველო ეპოქაში იღებს. ამ სტილში ხშირად არის გამოყენებული ისეთი მასალები, როგორებიცაა ფოლადი და ხე, რომლებიც აგურის კედლებს ავსებს.

თანამედროვე ნიმუშები ხშირად მოიცავენ სპილენძის ტონსაც. ზოგადი შეგრძნების თვალსაზრისით, სამრეწველო დეკორი ხშირად უფრო უხეში და დაძველების ეფექტითაა.

ინდუსტრიული დეკორი გამოირჩევა სუფთა ხაზებით, მკაცრი ფორმებითა და ორნამენტებით. შენი გემოვნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია აარჩიო მსუბუქი, მკვეთრი ან მუქი ფერების მქონე ანტიკური დიზაინი.

შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად ინტერიერისთვის ტილოზე ბეჭდვა პირდაპირ ჩვენი საიტიდან.

3. საზღვაო სტილი (Nautical)

თბილი, მშვიდი და პოზიტიური. საზღვაო დეკორი (ასევე მოხსენიებულია, როგორც სანაპირო ან ზღვისპირა დეკორი) ასახავს სანაპიროს სახლის სულისკვეთებას.

ინტერიერის ეს დიზაინის სტილი დაფუძნებულია თეთრი ან ქვიშის ფერის ფონზე, ხოლო ლურჯი მის ძირითად აქცენტს წარმოადგენს.

მატერიალურად გონივრული, საზღვაო დეკორი აერთიანებს დაუმუშავებელ ხის მასალის მაგიდებს და სკამებს, რაც გაერთიანებულია სასიამოვნო საზღვაო ქსოვილის სავარძლებთან.

შენ გაქვს დეკორაციის არაერთი ვარიანტი: ნიჟარები ქილაში, ჯუთის თოკები, ნიჩბები, გემების ნაწილები, ნავიგაციური რუქები და სხვა.

4. სკანდინავიური სტილი (Scandinavian)

სკანდინავიურმა დიზაინმა მსოფლიოს გააცნო მინიმალისტური მიდგომა, რომელიც დღემდე პოპულარულია.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმრავლესობისთვის იგი ასოცირდება IKEA-სთან, სკანდინავიური დიზაინის ბევრი სხვადასხვა მიმდინარეობა არსებობს.

იგი მოიცავს ნაზ კონტურებს, ფერების სასიამოვნო აქცენტებს, ხელოვნური და ორგანული მასალების ბალანსს. ავეჯი არის მარტივი, თანამედროვე და ფუნქციურად დატვირთული.

სკანდინავიური სტილის არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში ხშირად გამოიყენება ბაუჰაუსის დიზაინის პრინციპი, რომელსაც ახასიათებს მოქნილი ხაზები, ობიექტის პროპორციებზე ფოკუსირება და თანამედროვე იერი.

დიზაინის ძირითადი ელემენტები წარმოდგენილია თეთრ ან ნაცრისფერი ტონებში.

5. ბოჰემური სტილი (Bohemian)

ბოჰემური დეკორი ავანგარდული ცხოვრების უდარდელ და ავანტიურისტულ სულისკვეთებას ატარებს. იგი გამოირჩევა მდიდარი ნიმუშებითა და ფერების ძლიერი ტონებით.

განსაკუთრებულად ხშირია წითელი ან მეწამული ფერები. აქ წინასწარ განსაზღვრულია ინტერიერის “ქაოტური” იერი.

ხშირად გვხვდება ქსოვილები (გადასაფარებლები, ბალიშების, ფარდაგების, გობელენები) თბილი გარემოს შექმნის მიზნით. ბოჰემური სტილით ინტერიერის გაფორმებისას, ყურადღება მიაქციე ისეთ ნივთებს, რომლებიც მოიცავენ ეთნიკურ ელემენტებს.

ბოლო პერიოდში ტენდენციურია სამხრეთ-დასავლეთის, ან აფრიკული მოტივებით ინსპირირებული დიზაინის ელემენტები. კომპოზიციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილო ბოჰო შიკის ელემენტებზე, ტექსტილის, ხის, ბეწვის და მეტალის აქცენტებზე.

6. სოფლის სახლის სტილი (Farmhouse)

ამ სტილის დეკორი სოფლის სახლით ინსპირირებული ინტერიერის დიზაინის თანამედროვე მიდგომაა. სასოფლო სახლის ესთეტიკა ფრანგულ პროვანსს მოგაგონებს.

“სოფლის სახლს“ ახასიათებს გამხმარი ყვავილების ბუკეტების, ხეების ტოტების და სხვა მწვანე ელემენტების სიმრავლე. ვაზები და ლარნაკები დამატებით სიმყუდროვეს შესძენს შენს სახლს.

ავეჯი ხასიათდება დაუმუშავებელი ხის ბუნებრივი მასალით . ფერებიდან გამომდინარე, ეს იგივეა, რაც საზღვაო დეკორი, რადგანაც ძირითადად გამოიყენება თეთრი და კრემისფერი ფერები. ტრადიციული წესების მიხედვით, აქცენტები მიმართული უნდა იყოს ფირუზისფერ ან ღია ყვითელ ფერებზე.

7. ურბანული მოდერნი (Urban Modern)

კოსმოპოლიტური გარემოდან გამომდინარე, ურბანული მოდერნი სხვადასხვა დაპირისპირებისა და წინააღმდეგობრივი თვისებების შერწყმაა: მინიმალისტური, თანამედროვე, გლამურული, ეთნიკური და ექსპერიმენტული დიზაინი დამახასიათებელია 21-ე საუკუნის ყველა გარემოსათვის. 

მას ახასიათებს ფართო და დიდი ავეჯი, რომელიც გამოირჩევა ზედმეტად დაბალი პროფილით. ურბანულ სტულშიდეკორატიული ელემენტები (ბალიშები, სარკეები, დასასვენებელი მაგიდები და ა.შ.) ხშირად ითხოვს მხატვრულ და შემოქმედებით გამოხატულებას – დაამატე მათ გეომეტრიული ელემენტები, ან ავეჯის ვინტაჟური ტრადიციული ნიმუშები.

8. შები შიკი (Shabby Chic)

შები შიკის დეკორი ხაზს უსვამს ვინტაჟურ ელემენტებს და აძლევს მათ ახალი ანტიკური ბაზრის სახეს. ავეჯი ხასიათდება დაძველების ეფექტით, გაქექილი ხის ელემენტებით, რომელიც დაფარულია ქვიშიანი რძის ფერის საღებავით, რათა გამოყოფილი იყოს გაცვეთილი ნაწილები.

შები შიკის დეკორატიული აქცენტები უნდა იყოს რბილი და მოქნილი, დიდი ცვეთის შეგრძნებით, რათა ინტერიერის თანამედროვე სტანდარტში ხელოვნების ელემენტები შემოიტანოს.

ხშირად გამოიყენება თეთრეულის ქსოვილები, როგორც სტილის დამატებით ელემენტები. მართალია, ტრადიციული შები შიკის ფერები თეთრი და პასტელია, მაგრამ არ მოგერიდოს,  გამოიყენო რამდენიმე ძლიერი ფერიც. 

იმედი გვაქვს, პოპულარული ინტერიერის დიზაინის სტილების მიმოხილვა შენი სამომავლო პროექტებისათვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება.

გახსოვდეს, რომ საუკეთესო ინტერიერი დიზაინერების ნამუშევრებში ხშირად შერწყმულია სხვადასხვა სტილის ნიმუშები, ასე რომ შემოქმედებითად მიუდექი პროექტს.

შეიძლება ძალიან გიზიდავდეს ერთი კონკრეტული სტილი, მაგრამ გახსოვდეს, რომ საინტერესო ამბები ხდება იქ, სადაც სხვადასხვა სტილის დეტალების თანაკვეთაა. 


თუ გინდა გაიგო რომელია შენი დიზაინის სტილი, შეავსე ჩვენი 2 წუთიანი ტესტი, საჩუქრად კი მიიღებ ფასდაკლებას.

ტესტის დაწყება

წაიკითხე სხვა სტატიები

აირჩიე საბეჭდი მასალა

ტილო პოსტერი ქაფმუყაო კოლაჟი

არ გაქვს საბეჭდი ფოტო? აირჩიე ჩვენი გალერეადან...

პრინტ-გალერეა