შენი სახლის მორთვა და დეკორირება შეიძლება სახალისო იყოს! თუმცა ამავდროულად ის შეიძლება სტრესული, შრომატევადი და ძვირიც იყოს.

შენი სახლის დეკორაციის სწრაფად და ეფექტურად პერსონალიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა გამოიყენო ისეთი მარტივი, მოქნილი და მრავალფეროვანი პროდუქტი, როგორიცაა ფოტო ნახატისგან დაბეჭდილი ტილოს პრინტი.

ტილოზე ფოტო ნახატები გამოირჩევიან მაღალი ხარისხით, ადვილია მათი ჩარჩოში ჩასმა და კედელზე ჩამოკიდება, რითაც მიიღწევა სამხატვრო გალერეის ეფექტი და დეკორატიული მრავალფეროვნება! აქ ჩამოთვლილია 6 მიზეზი და რჩევა თუ როგორ გამოიყენო ტილოზე ფოტო ნახატები ინტერიერში.

1. პრინტის ნებისმიერი კონფიგურაცია

შენ შეგიძლია შენი სურვილის მიხედვით დააკონფიგურირო ტილოზე ფოტო ნახატები, ისე რომ, ისინი შეიძლება მოერგონ და შეეხამონ შენი სახლის ნებისმიერ ოთახს! აღარ გესაჭიროება ეძებო წლების მანძილზე მცირე ზომის ადგილის შემავსებელი ან დიდი კედლის ცენტრალური ელემენტი.

შესაძლებელია სხვადასხვა ზომის პროდუქციის შეკვეთა, რაც აადვილებს სასურველი შედეგის მიღწევას. ტილოს პრინტზე შეიძლება ასახული იყოს როგორც ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, ასევე თანამედროვე და კლასიკური ხელოვნების ნიმუშები, მოკლედ თითქმის ყველაფერი ის რაც კი შეიძლება მოისურვო!

ჩვენ სხვა სტატიაში შეგიძლია ასევე წაიკითხო თუ როგორ გავიგოთ ციფრული ფოტოს ხარისხი გამოსადეგია თუ არა საბეჭდად.

ტილოს პრინტზე შეიძლება ასახული იყოს როგორც ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, ასევე თანამედროვე და კლასიკური ხელოვნების ნიმუშები.

2. ნახატების დიდი არჩევანი არტბოქსის გალერეაში

დეკორაციის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი ნაწილია ისეთი ხელოვნების ნიმუშის მოძიება, რომელიც კარგად შეეხამება შენს სახლს, მაგრამ ტილოზე ფოტო ნახატების გამოყენებით, შეგიძლია შეარჩიო ყველასათვის სასურველი ხელოვნების ნამუშევარი და შემდეგ შეიძინო იგი მარტივად ჩვენი ონლაინ გალერეადან!

3. მარტივად დასაკიდებელი ჩარჩო

გარდა იმისა რომ ნახატი ტილოზე შეგიძლია შეიძინო და ეს იქნება ძალიან სახალისო და მარტივი, ასევე ადვილია მათი კედელზე დაკიდება. შეძენის შემდეგ შენ მიიღებ სურათს რომელსაც ააქვს გალერეის ხარისხის კიდეები, რომელიც არ საჭიროებს დამატებით ხარჯებს ჩარჩოს შესაძენად, რაც ცალკე აღებული პრობლემა იქნებოდა.

ტილოს პრინტის კედელზე დაკიდება არის ძალიან მარტივი.

ასევე, ისინი იმდენად მსუბუქია, რომ შენ ადვილად შეძლებ გადააადგილო ხელოვნების ნიმუში გარშემო თუ გსურს ინტერიერის დიზაინის სწრაფად განახლება ან თუ არ ხარ ბოლომდე დარწმუნებული, ზუსტად სად გსურს სურათის დაკიდება.

4. ტილოზე ბეჭდვის ხელმისაწვდომი ფასი

ტილოზე ფოტო ნახატები არიან ხელმისაწვდომი ფასის და ძალიან ორიგინალური! ხელოვნება შეიძლება ძალიან ძვირი დაგიჯდეს, თუ ბიუჯეტში შეზღუდული ხარ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამატებით საყიდელი გაქვს ჩარჩოები, ჩამოსაკიდებელი მოწყობილობები და ასევე უნდა უზრუნველყო მათი შემდგომი მოვლა.

ტილოზე ფოტო ნახატები არიან ხელმისაწვდომი ფასის და ძალიან ორიგინალური!

ტილოზე ბეჭდვით შენ დაზოგავ შენს ფულს რომელსაც გამოიყენებ სხვა დანიშნულებით, მაგალითად შეიძენ სასურველ საღებავს მთავარი კედლისათვის, რომელსაც შეუძლია მთლიანად შეცვალოს ოთახის იერი ან შეიძენ ახალ ავეჯს. ტილოზე ნაბეჭდი მაღალი ხარისხისაა, ვერავინ ვერასდროს მიხვდება თუ რაოდენ იაფი დაგიჯდა ეს ნახატები – თუ შენ თვითონ არ ეტყვი ამის შესახებ!

ხელოვნების ნიმუშის შერჩევა შენი სახლისათვის, შეიძლება იყოს პროექტი რომელშიც ოჯახის ყველა წევრი იქნება ჩართული! დეკორირება არ უნდა იყოს ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა, ის უნდა ასახავდეს თქვენი სახლის ყველა ბინადარის აზრს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენ ცხოვრობ მარტო, კარგი იქნება თუ შენი საყვარელი ძაღლის სურათს გადაიტან ტილოზე ან ტილოზე ასახავ შენი და საუკეთესო მეგობრის ფოტოს, რითაც შენი ყველა სტუმარი კმაყოფილი დარჩება!

ტილოს პრინტი ასევე შეიძლება იყო ყველაზე ორიგინალური საჩუქარი ახალ წელს, დაბადების დღეზე ან ნებისმიერ სხვა დღესასწაულზე.

ტილოზე ფოტო ნახატები ასევე ძალიან გამოსადეგია იმ ოჯახებისათვის ვისაც ბავშვები ყავთ.

ტილოზე პრინტი ასევე ძალიან გამოსადეგია იმ ოჯახებისათვის ვისაც ბავშვები ყავთ – ბავშვებს შეუძლიათ აირჩიონ ან თვითონ დახატონ სასურველი სურათები და რამდენად სახალისო იქნება თუკი მთელი ოჯახი ჩაერთვება და მონაწილეობას მიიღებს ხელოვნების ნიმუშების შერჩევაში და მათი შეძენის მოსახერხებელ შეკვეთის პროცესში.

შენი სახლის დეკორირებაში ტილოზე ფოტო ნახატების გამოყენებაში ერთ ერთი საუკეთესო რამ არის, ის რომ შენ არ მოგეთხოვება იყო პროფესიონალი ხელოვანი რომ გემოვნებით შეარჩიო, შეიძინო და ჩამოკიდო სასურველი ნახატი, რაც დეკორირების პროცესს ძალიან მარტივს ხდის!

ტილოზე ფოტო ნახატები შეუდარებელია დეკორირებისათვის. ყველას აქვს მისი საკუთარი უნიკალური სტილი, მაგრამ მოქნილი, მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი ხელოვნების ნიმუშის გამოყენებით, შენი სახლი განსაკუთრებით ლამაზი იქნება!

{"cart_token":"","hash":"","cart_data":""}

აირჩიე საბეჭდი მასალა

ტილო პოსტერი ქაფმუყაო კოლაჟი

არ გაქვს საბეჭდი ფოტო? აირჩიე ჩვენი გალერეადან...

პრინტ-გალერეა