4 რჩევა ინტერიერის დეკორისა და რედიზაინის შესახებ

6 დეკორირების და რემოდელირების რჩევა წამყვანი ინტერიერის დიზაინერისგან

ხშირად გვიჭირს წარმოდგენა, თუ რამდენად მარტივად შეიძლება შევცვალოთ ინტერიერი ისე, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რის შეცვლას აპირებ, სამზარეულოს გადაკეთებას, კედლების გადაღებვას, ავეჯის გადააგილებას… ეს 4 რჩევა დაგეხმარება უკეთესად წარმოაჩინო შენი გემოვნება ინტერიერში.

არტბოქსში სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია კომპიუტერში ან მობილურში დაგროვილი ფოტოების დაბეჭდვა ონლაინ

6 დეკორირების და რემოდელირების რჩევა წამყვანი ინტერიერის დიზაინერისგან

სტატიის და ფოტოს წყარო.

1. გადაწყვიტე რომელ სტილს ანიჭებ უპირატესობას

იმისთვის, რომ ინტერიერში თავი კარგად იგრძნო, საჭიროა განსაზღვრო შენი სტილი. ამაში 2 ხერხი დაგეხმარება:

შეხედე ავეჯს შენს ირგვლივ – რა მოგწონს და რა არ მოგწონს მათში? რომელი ფერებისკენ მიგიწევს გული?

დაუსვი კითხვა შენს თავს – „როგორ მინდა, რომ სივრცემ მაგრძნობინოს თავი?“ ფორმალურად, ელეგანტურად, მეგობრულად, ტრადიციულად…

ჩაიწერე შენი დაკვირვებები სხვადასხვა ადგილის ნახვისა და განსხვავებული ელემენტების შემჩნევის შემდეგ. გაიხსენე, რატომ მოგეწონა კონკრეტული ნივთი და როგორ წარმოგიდგენია ის შენს სახლში. ყველაზე მნიშვნელოვანია, კარგად მოუსმინო საკუთარ თავს.

2. გაერკვიე იმაში, თუ რა არ მოგწონს

ადამიანებისთვის ყოველთვის უფრო მარტივია იმის თქმა, თუ რა არ მოსწონთ ვიდრე იმის, თუ რა მოსწონთ. გამოცანაში ანტიპათიის შეყვანის შემდეგ, უფრო მარტივდება შენი პრეფერენციების შემჩნევა.

მაგალითად: თუ სახლში გაქვს რაიმე ნივთი, რომელიც გახსენებს უსიამოვნო მოგონებებს ან უბრალოდ არ მოგწონ მისი „ხასიათი“, უბრალოდ თავიდან მოიშორე. წარმოსახვაში დაცალე ინტერიერის ყველა წერტილი არასაჭირო ელემენტებისგან და დაინახავ დარჩენილი ფერების პალიტრას, კარგი განწყობის შემქმნელ ნახატებს, პოსტერებს, ავეჯს და სხვა.

დაბეჭდე პრინტი ინტერიერისთვის

აირჩიე მასალა და შეუკვეთე ბეჭდვა ონლაინ

3. შეეწყვე სივრცეს

სივრცული დაგეგმვა, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სწორად აღიქვა მასშტაბი და  ზომები. ხშირია შეცდომა, როცა იყენებენ ძალიან დიდ ან  ძალიან პატარა ავეჯს კონრეტული სივრცისთვის. შეარჩიე ისეთი ავეჯი, რომლისთვისაც ნამდვილად გაქვს ადგილი. იფიქრე ბალანსზე.

დიდი ზომის ოთახები დაყავი სხვადასხვა ფუნქციის ზონებად, გამოყავი კუთხეები: დასაჯდომი ადგილი, სადაც კომფორტული იქნება საუბრები მეგობრებთან თუ ოხაჯის წევრებთან; ადგილი ტელევიზორის საყურებლად; სამუშაო ადგილი მაგიდით, სხვადასხვა დანიშნულებისთვის ან თუნდაც გასართობად და ბავშვებთან სათამაშოდ…

იფიქრე ვიზუალურ წონაზე, რადგან მასშტაბის და სივრცის აღქმა ინტერიერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

4. შეურიე მაღალი და დაბალი ფასის ნივთები

ხშირ შემთხვევაში, ფასი ხდება გადამწყვეტი მიზეზი, რატომაც ვყიდულობთ ან არ ვყიდულობთ აბა თუ იმ ნივთს. მაღალი ფასი კონკრეტული ავეჯისა თუ დეკორის ელემენტის როლს მნიშვნელოვნად ზრდის. თუმცა, ხშირად დაბალფასიან ნივთებს უფრო მეტი „ღირებულება“ აქვთ.

არ მოერიდო სხვადასხვა მნიშვნელობის და ღირებულების საგნების შერწყმას, ხშირად ასეთი კომბინაცია ყველაზე ლამაზი და შესამჩნევია ინტერიერში.

გაალამაზე შენი ინტერიერი არტბოქსში დაბეჭდილი პრინტით

მზად ხარ დაიწყო შენი შედევრის ბეჭდვა? 🙂

დაიწყე ბეჭდვა

აირჩიე მასალა და შეუკვეთე ბეჭდვა ონლაინ

აირჩიე საბეჭდი მასალა

ტილო პოსტერი ქაფმუყაო კოლაჟი

არ გაქვს საბეჭდი ფოტო? აირჩიე ჩვენი გალერეადან...

პრინტ-გალერეა