კედლის გალერეა ყოველთვის ლამაზი დანამატია ნებისმიერი სახის აპარტამენტისთვის. მას შეუძლია ულესი სიღრმის და ინტერესის დამატება კონკრეტული კედლისთვის. ყველაზე ლამაზი რამ მათ შესახებ არის ის, რომ შეგიძლია ბევრი განსხვავებული სახის ნაშრომი და პრინტი ჩამოკიდო, მაგრამ საკმარისი ფიქრი და ძალისხმევაა საჭირო ამის გასაკეთებლად. რამდენიმე რჩევა შენთვის შესაფერისი გალერეის მოსაწყობად, თვითონ ფოტოების დაბეჭდვა კი არტბოქსში შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად.

1. იპოვე იდეალური კედლის სივრცე

გრძელი ცარიელი კედელი, ყოველთვის ყველაზე იდეალური ვარიანტია კედლის გალერეის გასაკეთებლად. მაგრამ ბევრი სხვა ადგილიც არსებობს მის შესაქმნელად. ის შეიძლება გაკეთდეს ბუხართან, საწოლის ზევით, კარებების და ფანჯრების გარშემო, სამზარეულოს კაბინეტებთან, პატარას აკვანის ზევით. ეს ადგილები იდეალურია ყველა ზომის სახლებისთვის და აპარტამენტებისთვის, ასევე პატარა სივრცეებისთვის, რადგან იატაკზე არ იკავებენ ადგილს.

2. შეარჩიე ფოტოების სწორი პრინტები.

კითხვები, რომლებიც უნდა დაუსვა შენ თავს სანამ გადაკეთების პროცესს დაიწყებ. რა თემატიკის იქნება შენი პრინტები? უნდა იყოს ერთნაირი, თუ მზად ხარ რომ შეურიო ბევრი სხვადასხვა ფოტო-პრინტი ერთმანეთში, ნაირსახეობისთვის და თვალის გასახარებლად? რამდენი პრინტის ჩამოკიდებას აპირებ? გინდა სხვა ნივთების შეხამება, რომ მხოლოდ პრინტები არ იყოს (მაგალითად; საათები, სუვენირები, სარკეები ა.შ.)?

დაიწყე კედლის გალერეის ბეჭდვა

აირჩიე მასალა და შეუკვეთე ბეჭდვა ონლაინ

3. გამოიყენე იატაკი და სტენსილები.

როდესაც გადაწყვეტ ფოტოების და ნივთების რაოდენობას, მოიფიქრე თუ რა განლაგებით დააწყობ და ჩამოკიდებ ამ ნივთებს. აიღე რაიმე ფურცელი ან ნაჭერი, რომელზეც დააწყობ ნივთებს, რომლებიც იატაკისთვის ან კედლისთვის გაქვს მომზადებული.

შემოატარე ოთახს და შეარჩიე სწორი ადგილი ამ ნივთებისთვის, სად ჯობია, რომ ფოტოები ეკიდოს და სად ნივთები იდოს. გაზომე თითოეული ფოტო-პრინტი, ამოჭერი ფურცლისგან ზუსტი ზომა, გამოიყენე წებო ან იზოლენტა, რომ ზუსტად მიაკრა კედელზე ამორჩეული პრინტები.

ეს ყველაფერი ასევე დაგეხმარება, რომ გაზომო პრინტებს შორის სივრცეები და ზუსტად მიხვდე, თუ რა სად ჯობია, რომ განათავსო. მიყევი ამ ნაბიჯებს და დაზოგე დრო არასწორად ჩამოკიდებული პრინტების და ნივთების გადაცვლა-გადმოცვლაში. ნამდვილად არ გინდა ამაში დროის კარგვა.

სტატიის და ფოტოს წყარო

4. არ შეგეშინდეს ცენტრულობის დარღვევა.

განლაგებაზე და წყობაზე ლაპარაკის დროს ხშირად თავში მოგვდის სიმეტრიის იდეა. სიმეტრია ყოველთვის კარგია და სასიამოვნო, მაგრამ არ შეგეშინდეს სიმეტრიის და ცენტრულობის დარღვევის. ყოველთვის სცადე სხვადასხვა განლაგება, ხანდახან ცენტრული პრინტი (კედლის შემკვრელი პრინტი) იყოს ცოტათი კუთხეში. კომბინაციების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე არ მოგერიდოს ახალი ნაერთების ცდა.

5. უფრო და უფრო გაზარდე გალერეა.

გალერეის კედელი არ უნდა იყოს სტატიკური; როგორც ყველაფერი ცხოვრებაში მას შეუძლია განვითარდეს და შეიცვალოს დროთა განმავლობაში. შენ შეგიძლია დაამატო ტილოს ან ქაფმუყაოს პრინტები სხვადასხვაობისთვის, ან თუნდაც შეცვალო ძველი პრინტები ახლებით. ერთადერთი ლიმიტი შენი წარმოსახვის უნარია.

შექმენი შენი საკუთარი კედლის გალერეა

მზად ხარ დაიწყო შენი შედევრის ბეჭდვა? 🙂

დაიწყე კედლის გალერეის ბეჭდვა

აირჩიე მასალა და შეუკვეთე ბეჭდვა ონლაინ

Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit, sed diam nonummy nibh euismod tincidunt ut laoreet dolore magna aliquam erat volutpat.

{"cart_token":"","hash":"","cart_data":""}

აირჩიე საბეჭდი მასალა

ტილო პოსტერი ქაფმუყაო კოლაჟი

არ გაქვს საბეჭდი ფოტო? აირჩიე ჩვენი გალერეადან...

პრინტ-გალერეა