5 მიზეზი რატომ უნდა გამოიყენო ტილოს პრინტი ინტერიერში.

შენი ინტერიერის სწრაფად და ეფექტურად განახლებისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, გამოიყენო ისეთი მარტივი, მოქნილი და მრავალფეროვანი პროდუქტი, როგორიცაა ტილოს პრინტი.

ტილოზე დაბეჭდილი ფოტოები და ნახატები გამოირჩევიან მაღალი ხარისხით. ადვილია მათი ჩარჩოში ჩასმა და კედელზე დაკიდება. საბოლოოდ კი მიიღწევა სამხატვრო გალერეის ეფექტი და დეკორატიული მრავალფეროვნება.

აქ ჩამოთვლილია 6 მიზეზი და რჩევა თუ როგორ უნდა გამოიყენო ტილოს პრინტი ინტერიერში.

1. პრინტის ნებისმიერი კონფიგურაცია

შენ შეგიძლია სურვილის მიხედვით დააკონფიგურირო ტილოზე ნახატები, ისე რომ შენი სახლის ნებისმიერ ოთახს მოარგო. 

შესაძლებელია სხვადასხვა ზომის პროდუქციის შეკვეთა, რაც აადვილებს სასურველი შედეგის მიღწევას. ტილოს პრინტზე შეიძლება ასახული იყოს თითქმის ყველაფერი რაც კი შეიძლება მოისურვო.

ჩვენ სხვა სტატიაში შეგიძლია ასევე წაიკითხო თუ როგორ გავიგოთ ციფრული ფოტოს ხარისხი გამოსადეგია თუ არა საბეჭდად.

არტბოქსში სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია კომპიუტერში ან მობილურში დაგროვილი ფოტოების ბეჭდვა ონლაინ

ტილოს პრინტზე შეიძლება ასახული იყოს როგორც ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, ასევე თანამედროვე და კლასიკური ხელოვნების ნიმუშები.

2. ნახატების დიდი არჩევანი არტბოქსის გალერეაში

დეკორაციის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი ნაწილია ისეთი ხელოვნების ნიმუშის მოძიება, რომელიც კარგად შეეხამება შენს სახლს, მაგრამ ტილოზე ნახატების გამოყენებით, შეგიძლია შეარჩიო ყველასათვის სასურველი ნამუშევარი და შემდეგ შეიძინო იგი მარტივად ჩვენი ონლაინ გალერეადან!

3. მარტივად დასაკიდებელი ჩარჩო

გარდა იმისა, რომ მარტივია ნახატის მოძებნა, ასევე ადვილია მათი კედელზე დაკიდება, რადგან შეძენის შემდეგ შენ მიიღებ სურათს, რომელსაც აქვს გალერეის ხარისხის კიდეები.

ეს თავის მხრივ აგარიდებს  ჩარჩოს შეძენის დამატებით ხარჯს.

პრინტები იმდენად მსუბუქია, რომ  ადვილად შეძლებ მათ გადაადგილებას და ერთი კედლიდან მეორეზე გადატანას, თუ გსურს ინტერიერის დიზაინის სწრაფად განახლება ან თუ არ ხარ ბოლომდე დარწმუნებული ზუსტად სად გსურს სურათის დაკიდება. 

ტილოს პრინტის კედელზე დაკიდება არის ძალიან მარტივი.

4. ტილოზე ბეჭდვის ხელმისაწვდომი ფასი

ტილოს პრინტების მთავარი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მათი ხელმისაწვდომი ფასია. ხელოვნება შეიძლება ძალიან ძვირი დაგიჯდეს, თუ ბიუჯეტში შეზღუდული ხარ და დამატებითი ხარჯებიც გაქვს.

ტილოზე ფოტო ნახატები არიან ხელმისაწვდომი ფასის და ძალიან ორიგინალური!

5. სახალისო პროცესი ბავშვებისთვის

ტილოზე პრინტი ძალიან გამოსადეგია იმ ოჯახებისათვის, რომლებსაც ბავშვები ჰყავთ – ბავშვებს შეუძლიათ აირჩიონ ან თავად დახატონ სასურველი სურათები და ისინი ინტერიერის ნაწილად აქციონ. 

ტილოს პრინტი ასევე შეიძლება იყოს ორიგინალური საჩუქარი მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის ახალ წელს, დაბადების დღეზე ან ნებისმიერ სხვა დღესასწაულზე.

არ არის აუცილებელი იყო პროფესიონალი ხელოვანი რომ გემოვნებით შეარჩიო, შეიძინო და ჩამოკიდო სასურველი ნახატი, რაც დეკორირების პროცესს ძალიან ამარტივებს.

ტილოზე ფოტო ნახატები ასევე ძალიან გამოსადეგია იმ ოჯახებისათვის ვისაც ბავშვები ყავთ.


წაიკითხე სხვა სტატიები

აირჩიე საბეჭდი მასალა

ტილო პოსტერი ქაფმუყაო კოლაჟი

არ გაქვს საბეჭდი ფოტო? აირჩიე ჩვენი გალერეადან...

პრინტ-გალერეა